Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

November 26, 2026
“მე აუცილებლად ავმოქმედდები”- ტრამპმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა

ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დისკუსიების დროს დიდი დრო დავუთმე იმაზე საუბარს, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას მთელი ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება, თანაც სწრაფად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ნამდვილად მჯერა, რომ სავსებით რეალური შესაძლებლობაა, ყოველთვიურად ათასობით ადამიანი იღუპება, სრული სისხლისღვრაა, და ეს ყველასთვის დიდი დამსახურება იქნება. დიდი პატივი იყო გუშინ მარ-ა-ლაგოში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრა, სადაც ბევრი თემა განვიხილეთ და მას პრეზიდენტ პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

„შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო, ხოლო განხილვის მთავარ თემებს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ირანში არსებული კონფლიქტი წარმოადგენდა. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ყველა ის რეკორდული მიღწევა, რომლებსაც აშშ-მა და NATO-მ ერთობლივად მიაღწიეს ჰააგისა და ანკარის სამიტებზე. ჩვენ ასევე ვრცლად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთმა და უკრაინამ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევს – ასევე ვისაუბრეთ ომის მშვიდობიანი გზით რაც შეიძლება სწრაფად მოგვარების მნიშვნელობაზე! და ბოლოს, ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის ხარჯები და ინვესტიციები ჩვენს სამრეწველო ბაზაში, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ NATO-ში. NATO-ს გავაცანი ის უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც ჩვენი თავდაცვის კომპანიები აღწევენ ამჟამად მშენებარე 20-ზე მეტ ახალ ობიექტზე. ამ კომპანიების მიმართულება „პეტრიოტების“, THAAD-ის სისტემების, „ტომაჰავკებისა“ და მრავალი ახალი როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი იარაღის წარმოებაა, რომლებიც საზოგადოებასა და სხვა ქვეყნებს ჯერ არ უნახავთ. არასდროს ყოფილა დრო, როდესაც შეერთებული შტატები იმაზე მეტ სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას აწარმოებდა, ვიდრე ახლა. ჩვენი „მარაგები“ მალე სრულად შეივსება და როდესაც ეს მოხდება, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში ამით დიდ სარგებელს მიიღებენ“, – აღნიშნულია ტრამპისა და რუტეს ერთობლივ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი ბათუმის ქუჩებში – შსს განმარტებას აკეთებს
  • პროკურატურა მსჯავრდადებულ 4 მაღაროელთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge