ბათუმის ქუჩებში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება აჭარაში დღეს გასამართ საფეხბურთო მატჩს უკავშირდება – მსგავსი განმარტება მიიღო “პირველებმა” შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
უწყება ამბობს, რომ სპეცრაზმი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყვანეს.
მანამდე მოქალაქეებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება ჩანს.
თურქული “ბეშიქთაში” ისრაელის “ბეერ შევას” დღეს ბათუმში ხვდება – გადაწყვეტილება უეფამ მიიღო. მატჩი 21:45 საათზე გაიმართება.
უფრო კონკრეტულად, თურქეთსა და ისრაელს შორის არსებული დაპირისპირების გამო, უეფამ ამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
