21 წლის ფეხბურთელს, საფეხბურთო კლუბ „მერანი მარტვილის“ წევრს, ერასტო მიქავას, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მხარდასაჭერად, ცოტა ხნის წინ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა.
ახლახან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა საფეხბურთო კლუბ „მერანი მარტვილმა“.
„დღეს (ქიმიოთერაპიის შემდგომ) ერასტოს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დღეს, ერას დაბადების დღეა და ყველაზე დიდი საჩუქარი დღევანდელი დღის შედეგია. გილოცავთ ერა დაბადების დღეს, მალე გამოჯანმრთელებას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ერასტოს ჯანმრთელობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
