Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოსთვის დასრულდება – კახა კალაძე

November 26, 2026
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოსთვის დასრულდება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, პროექტი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე უკვე დასრულდა გარე განათების ქსელის მონტაჟი, ასევე მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები, უახლოეს პერიოდში კი შუქნიშნებიც დამონტაჟდება. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და მოწესრიგდა.

„სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პირველ რიგში, სრულად განვაახლეთ მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე მიმდინარეობს გამზირის მოასფალტება. სამუშაოები სრულდება ტროტუარებზეც და ხდება ფილებით მოპირკეთება. დამონტაჟდა განათების ბოძებიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. პროექტი თვის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზი, კომფორტული და თითოეულ ადამიანზე მორგებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე რუსთველის გამზირზე იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოსთვის დასრულდება – კახა კალაძე
  • რუსთაველის გამზირზე გადაადგილების ახალი სქემა დაწესდება
  • მერსი სულხანიშვილი გადაცემა სარკასტიკის წამყვანებს, გიორგი ნაზღაიძესა და თამაზ ლოხიშვილს სიტყვიერი სექსუალური შეურაცხყოფისთვის უჩივის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge