ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. მსახიობს ბევრი ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამგვერდზე” გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ. ამჯერად ნინო
გაჩეჩილაძე ინსტაგრამზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დედას დაბადების დღეს ულოცავს:
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
(ვალერიან გაფრინდაშვილი)
„ამ ლექსით გილოცავ დაბადების დღეს, დედა! ცხოვრებამ აზრი დაკარგა უშენოდ… ვარ და ვიქნები მუდამ მოწყენილი მანამ, სანამ ისევ არ გნახავ და მაგრად არ ჩაგეხუტები…“ – წერს მსახიობი.



წყარო: მარაო
