Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთში ბლოგერები ჰაოიანი და გელა გოგიშვილი „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს

April 5, 2023
რუსეთში ბლოგერები ჰაოიანი და გელა გოგიშვილი „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს

ბლოგერები ჰაოიანი და გელა რუსეთის ქალაქ ყაზანში „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ მათი ტელეგრამიდან ვიგებთ. ბლოგერების დაკავების შესახებ იუწყებიან რუსული გამოცემები „Сота“ , „Baza“ და „ОВД-Инфо“.

ჰაოიან სიუი ჩინელია, გელა გოგიშვილი – რუსეთში მცხოვრები ქართველი. ჰაოიანი რუსეთში რუსული ენის სასწავლებლად ჩავიდა და გელა გაიცნო, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ამის შესახებ მათ უამბეს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, ტექსტი რადიო თავისუფლების გვერდზე ქართულადაც გამოქვეყნდა.

ბლოგერებს ტელეგრამზე აქვთ გვერდი „Китаеза и Груеза“. ისინი TikTok-სა და Youtube-ზე თავიანთი ურთიერთობის ამსახველ ვიდეორგოლებს ათავსებენ. ისინი ჰყვებოდნენ, რომ ბლოგები ჰომოფობებს მოხვდათ თვალში და წყვილს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გოგიშვილის თქმით, მარტში ცნობილმა ჰომოფობმა თემურ ბულატოვმა ხალხი შეუსია, დახოცვისა და დასაჭურისების მუქარით.

ბლოგერების ადვოკატის, ადელ ხაიდარშინის თქმით, დაკავებულებს ბრალად სდებენ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21-ე მუხლის დარღვევას („არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა“), რაც 100 ათას რუბლამდე ოდენობის (დაახლოებით 3200 ლარი) ჯარიმას ითვალისწინებს.

დაკავებულები ახლა პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან. ადვოკატს მათი მონახულების საშუალება დაკავებიდან საათზე მეტი ხნის შემდეგ მიეცა. გოგიშვილის თქმით, სიუი „ბურგერ კინგში“ პასპორტისა და რეგისტრაციის დოკუმენტის შემოწმების მიზნით გააჩერეს. მას თან არ ჰქონდა არანაირი საბუთი, რისი მიტანაც გელა გოგიშვილს სთხოვა. ადგილზე გელას მისვლისთანავე ორივე დააკავეს. ჰაოიანი ჩინეთის მოქალაქეა და შესაძლოა დეპორტაციას დაექვემდებაროს.

2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აიკრძალა პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება „ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ“. კანონდამრღვევი მოქალაქისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 400 ათას, ხოლო ორგანიზაციისთვის – ხუთ მილიონ რუბლამდე ოდენობით.

წყარო: რადიოთავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge