ქრისტინე მამუკაშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილთან ერთად ამერიკაში გაფრინდა.
„ამ ღამეს გავფრინდი ამერიკაში… ეს არის ბოლო ვიდეო, სადაც დათიკოს ჯერ ისევ ისე უბრწყინავს თვალები, ჯერ კიდევ ლაღი და ბედნიერია ჩემი ბიჭი… ჩვენც, რა თქმა უნდა.“ – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.
