Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ავიაკატასტროფასა და 1 თვიან კლინიკურ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ჯამლეტ ხუხაშვილის ისტორია

April 5, 2023
ავიაკატასტროფასა და 1 თვიან კლინიკურ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ჯამლეტ ხუხაშვილის ისტორია

ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელიც ქართველი ხალხის საყვარელი კომენტატორი იყო, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე, სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. იგი რამდენიმე თვის წინ გადაცემაში იყო, სახელად “ნოესთან”, სადაც ავიაკატასტროფაზე და კლინიკურ სიკვდილზე გულახდილად საუბრობს:

“ევროპის ჩემპიონი, გოგიბედაშვილი იყო ის ნევროპათოლოგი, რომელმაც მე კლინიკური სიკვდილიდან გამომიყვანა. გაუგებარი ჩხუბის მიზეზით, თავში მომხვდა იარაღის ნაწილი. საკმაოდ მაღალი რანგის სპეციალისტები იყვნენ ისრაელში, რომლებმაც 1 თვე კლინიკური სიკვდილის ქვეშ მყოფი ჯამლეტი გამომიყვანეს ამ მდგომარეობიდან. ფაქტიურად, მე ანბანის სწავლა დავიწყე. ვერაფერი ვერ შემრჩა იქიდან, იმ დროიდან დანატოვარი, ერთი კი არის, რომ მთელი ცხოვრება ერთი ოცნება მქონდა, რომ კომენტატორი გავმხდარიყავი და როდესაც კლინიკური სიკვდილის პროცესში მომივიდა იქიდან ტელეგრამასავით, რომ “ჯამლეტ ხუხაშვილი შენ შეგიძლია წაიყვანო რეპორტაჟი”, მაშინ მე ვთქვი რომ ერთ რეპორტაჟს მაინც წავიყვან, როგორიც არ უნდა იყოს და ამით დავამთავრებ ჩემს ოცნებას, რომ რეპორტაჟი წავიყვანე მეთქი. ვცდილობდი, რომ ანბანი მესწავლა, ერთმანეთზე სწრაფად არ მელაპარაკა და ვცდილობდი, რომ ნაკლებ საუბარში ნაკლები შეცდომა დამეშვა. აასე წავიყვანე ის პირველი სატელევიზიო რეპორტაჟი და რამდენიმე წელიწადში ისევ იმ ტემპში დავიწყე წაყვანა.

“1970 წლის 4 აპ­რი­ლი გახ­ლდათ, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი,თბი­ლი­სის “ლო­კო­მო­ტი­ვი” ზა­პო­რო­ჟი­ეს “მე­ტა­ლურგს” ეთა­მა­შე­ბო­და და ვი­ფიქ­რე, თან თა­მაშ­საც და­ვეს­წრე­ბი და რა­დი­ო­სა და გა­ზეთს მატ­ჩის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მი­ვაწ­ვდი-მეთ­ქი. ბორტგამ­ცი­ლებ­ლის გა­რე­შე ვიფ­რი­ნეთ და იმას არ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რომ მგზავ­რებს ქამ­რე­ბი შე­ეკ­რათ… რო­დე­საც თვითმფრი­ნავს გეზი ზა­პო­რო­ჟი­ის­კენ უნდა აეღო, იქვე აე­რო­პორ­ტში პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში, კოზ­მა ბი­ტი­ევ­მა ეკი­პა­ჟის წევ­რებ­თან ერ­თად ივახ­შმა და რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა მეტი მო­უ­ვი­დათ… თვითმფრი­ნა­ვი რომ აფ­რინ­და, უკვე და­ღა­მე­ბუ­ლი იყო. წინა რიგ­ში ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ერთი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი კაცი – მიშა იჯდა, რო­მე­ლიც ზა­პო­რო­ჟი­ე­ში “ზა­პო­რო­ჟე­ცის” ძრა­ვის ნა­წი­ლის შე­სა­ძე­ნად მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, იქ­ნებ გად­მოჯ­დე უკან და ვი­ლა­პა­რა­კოთ-მეთ­ქი. მი­თხრა, ჩემ­თან ერ­თად მო­დის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ასე­ვე ძრა­ვის ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა უნდა. სა­სა­უბ­რო თემა გვაქ­ვსო და არ გად­მო­ვი­და… ძილ­ში თვითმფრი­ნა­ვის მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბა ვიგ­რძე­ნი და თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, ილუ­მი­ნა­ტორ­ში გა­ვი­ხე­დე – თვითმფრი­ნა­ვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი სის­წრა­ფით ეშ­ვე­ბო­და. ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ გაკ­ვირ­ვე­ბა ვე­ღარ მო­ვას­წა­რი, როცა ვიგ­რძე­ნი, რომ თვითმფრი­ნა­ვი მი­წას და­ას­კდა. რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში “ილ 14-მა” ჯერ ირ­ბი­ნა და მერე შუ­ა­ზე გა­ი­ყო, წინა ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად მოს­წყდა… იმ დროს გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. გო­ნე­ბის და­კარ­გვა ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წამი გაგ­რძელ­და. თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წი­რუ­ლი წი­ვილ-კი­ვი­ლი მეს­მო­და. მივ­ხვდი, რა სა­ში­ნე­ლე­ბაც მოხ­და… ბენ­ზი­ნის სუნი მეცა. მივ­ხვდი, იქა­უ­რო­ბა დრო­ზე უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ფეხი არ მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მო­ტე­ხი­ლი მქონ­და. და­ვეყ­რდე­ნი იმას, ვინც უკეთ და­დი­ო­და და გად­მოვ­ხტი ად­გი­ლი­დან, სა­დაც ვი­ჯე­ქი, მაგ­რამ და­ვახ­ტი გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი მე­ზო­ბე­ლი მიშა აღ­მოჩ­ნდა… გული შე­მი­წუხ­და, ამას­თან, უკვე თვითმფრი­ნა­ვის წინა ნა­წი­ლიც და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ნაგ­ლე­ჯე­ბად იყო ქცე­უ­ლი და მას­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ აზე­ლი­ლი. რო­გორც მერე გა­ვი­გე, და­ი­ღუ­პა პა­ტა­რა ბავ­შვიც… 33 კა­ცი­დან მხო­ლოდ 8 გა­დავ­რჩით…” – ჰყვება ჯამლეტ ხუხაშვილი 2018 წელს ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმე – რაზე საუბრობს გოგონას დედა
  • იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს
  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge