,,ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემი და 12 წლის იყო სტრასბურგში რომ გადავედი საცხოვრებლად 2000 წელს და თან წავიყვანე. იქ დაამთავრა სკოლა, იქ დაამთავრა ორი უნივერსიტეტი, იქ
ცხოვრობდა – თავის სახლში.
იცნობდა ყველას სტრასბურგში –
საერთოდ. მერიდან დაწყებული, ბულანჟერის და ტაბაკის პატრონებით დამთავრებული.
საქართველოს საელჩოს უნდოდა მისი აყვანა დროებითი კონტრაქტით – საელჩოს ბევრად აწყობდა, ვიდრე ნინუცის. გაცილებით ეკონომიური იყო ნინუცის აყვანა (საცხოვრებელი ხარჯები არ სჭირდებოდა – იქ ცხოვრობდა) და წარმოუდგენელი იყო მისი კვალიფიკაციის და კონტაქტების ადამიანი ეპოვათ.
გიგამ დაბლოკა.
საგარეო სამინისტროს მორალზე ცუდად იმოქმედებს ჩემი ცოლის და რომ ჩემი მინისტრის მოადგილეობის დროს დაინიშნოსო.
ესაა გიგა.
სხვები არიან ელისაშვილები.”