დიზაინერ ეკა ბალანჩივაძისა და ექიმ კოტე მათითაშვილის წყვილი ერთი შეხედვით განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩეოდა.
დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებდნენ და თითქოს, მუდმივად ჰარმონია ჰქონდათ.
თუმცა, ერთ დღეს, ორი წლის წინ, სრულიად მოულოდნელად ეკამ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
შემდეგ იყო შერიგების მცდელობა, აღდგენილი ურთიერთობა, მაგრამ ვერ შედგა სრულყოფილი თანაცხოვრება.
ცოტა ხნის წინ ისევ ეკამ გაასაჯაროა მათი ურთიერთობის დეტალები:
“5 წელი ვიცხოვრე სრულ ქაოსში, მეგობრებიც დავკარგე, ისეთ ბნელეთში ვიყავი, ამის გაგება ძაან რთულია, რატომ ვიღიმოდი? იმიტომ, რომ შინაგანად ხალისიანი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ იმედი სულ მაქვს თუნდაც უკიდურეს მდგომარეობაში, თუმცა ადამიანები არ იცვლებიან!”
შეგახსენებთ, ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო.