Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს… მდიდართა შემოწირულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა…” – ემოციური ამბები მამა იოსებზე

March 3, 2023
„უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს… მდიდართა შემოწირულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა…” – ემოციური ამბები მამა იოსებზე

გელათის ტაძრის წინამძღვრის, მამა იოსებ ბურჯანაძის შესახებ, რომელიც 30 იანვარს გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური ამბავი ვრცელდება. მამა იოსებმა თავმდაბლობითა და განსაკუთრებული ადამიანობით თავი დაამახსოვრა იმ ადამიანებსაც კი, რომლებმაც ის, თუნდაც ერთხელ მაინც ნახეს. „ღმერთის მოციქული იყო ნამდვილი”, – ასე იხსენებენ მამა იოსებს. რთულია, კითხულობდე მის შესახებ ისტორიებს და გულგრილი დარჩე… „გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და მანქანით არ წაეყვანათ. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო. ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა. ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი, გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა, ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად! ძალიან დამწყდა გული”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ორმოცაძე. მოძღვარი განსაკუთრებით მის სულიერ შვილებს დააკლდათ. გთავაზობთ იტალიაში მცხოვრები, იტალიის ქართული დიასპორის წარმომადგენლის, მანანა ჯინჭარაძის პოსტს მამა იოსებზე. „იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე… ამაზე დიდი არაფერია… მამა იოსები – რამხელა სითბო, სიყვარული და ღვთის მოშიშობაა ამ ორ პატარა სიტყვაში რომ იცოდეთ… ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის, მათეს სახარებიდან გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან.

გავიხსენო, უამრავი ჭორმართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას… მდიდართა შემოწირულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა… საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა… ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს, როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას რომ, ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით, რომ ღმერთმა ჩემი შვილი(მისი სულიერი შვილი) ამოარჩია…როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს.. როგორ მომცა უფლება, მორჩილების და უფლება ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წამეკითხა… როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო… მეტკინა, ძალიან მეტკინა მამაო თქვენი ნაადრევი გასვლა… ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი სული“, – წერს მანანა ჯინჭარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის სერია A-ს კლუბ უდინეზეში ითამაშებს
  • “არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის”- ადვოკატი
  • მდინარაძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” სახის ამომცნობი კამერების მთელს ქვეყანაში დამონტაჟებას აპირებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge