ბახმუტში ქართველმა მებრძოლმა ძმებმა რუსლან და გიორგი ბარქაიებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსლეში “საქართველოს სამხედრო ძალა” ავრცელებს:
“ბახმუტში ქართველმა მებრძოლებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს ძმებმა რუსლან და გიორგი ბარქაიებმა.
გიორგის ხერხემალი აქვს მოტეხილი, ხოლო რუსლანს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული. ბიჭებს მძიმე ოპერაცია ჩაუტარდათ.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ძმებს” – ნათქვამია განცხადებაში.
