ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ამირან გამყრელიძის არც პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, არც ადამიანობაში და არც მის საქმის მიმართ დამოკიდებულების მაღალ კულტურაში. ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ. და საერთოდაც ვწუხვარ, რომ ადამიანის განადგურების მასობრივი კამპანიები ასეთ ეროვნულ თვისებად ჩამოყალიბდა. ბრბოსთვის საჯიჯგნად გადაგდება იმ ხალხის, ვინც რაღაცას ქმნის, დიდი პროექტის განხორციელების თვისება აქვს და ქვეყნიდან არ გარბის, წვლილი შეაქვს რამის განვითარებაში, არც მადლობას ითხოვს არავისგან, იქნებ როგორმე ვაჯობოთ თავებს და სიცოცხლე მაინც ვაპატიოთ ხოლმე”.
