Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – ბოლო ცნობები

January 25, 2023
ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრშია – „დეილი მეილი“

კვირას, სერია A-ს მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება

„პარტენოპეის“ ქართველი შემტევი გრიპისგან სრულად გამოჯანმრთელდა და მოახლოებული შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. გუშინ ხვიჩამ ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა. კვარამ ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მცირე დროით მოედანზეც ივარჯიშა.

ცნობილი იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი ქართველი შემტევის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს.

„კვარაცხელიამ ნაწილობრივ განაახლა მუშაობა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად, რომელმაც კვირის მოსამზადებელი ეტაპი გუშინ დილით დაიწყო. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი ჯერ სპორტდარბაზში, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით შეასრულა.

გრიპის შემდეგ, კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკური ფორმის აღდგენას ყველანაირად ეცდება, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კვირას, „რომას“ წინააღმდეგ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება. დღეიდან, კვარაცხელია სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად ჩაერთვება.“ – ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, გრიპის გამო ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ხვიჩამ ჯერ „კრემონეზესთან“ კოპა იტალიას მატჩში, შემდეგ კი სერია A-ში, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა.ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირება 29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “მეუფე ისაია დაამცირეს, ეს სინოდზეც ვთქვი”- მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge