Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა

October 20, 2026
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცვალი ამტკიცებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ომბუდსმენის აპარატმა ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინა.

განცახდების მიხედვით, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ციხეში მონახულების შესახებ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება. სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.

იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფეიქრიშვილის ცემის შესახებ საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობა 18 ოქტომბერს პენიტერნციურმა სამსახურმა უარყო და მას სიცრუ უწოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კივილი და პანიკა ატეხა… ხელებს მაგიდაზე ურტყამდა” – რატომ უჩივის სასამართლოში ფრიდონ სულაბერიძე კულტურის ყოფილ მინისტრს
  • ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
  • წყალი 13 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge