Wednesday, September 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

საზღვარი რომ გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ.. – კაკულია

July 7, 2020
საზღვარი რომ გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ.. – კაკულია

ჩვენ რომ საზღვარი გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია – იტყოდნენ, რა დროს ეკონომიკაა, როცა ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი. ახლა ისინი საპირისპიროს საუბრობენ. კიდევ ერთ გამოწვევად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დასახელდა – მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რათა სწორი მიმართულება მისცენ პროცესს. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც ამ შემთხვევაში უარყოფითი მხარე არ ექნებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

„ეკონომიკური რეცესია არის არა მხოლოდ შედეგი, არამედ პანდემიის მკურნალობის საშუალებაც. ეკონომიკური რეცესია რომ არა, მსოფლიო ვერ გაართმევდა თავს პანდემიას, ვინაიდან რეცესია მხოლოდ რამის შედეგად კი არ დგება. ჩვენ რომ საზღვარი გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია – იტყოდნენ, რა დროს ეკონომიკაა, როცა ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი. ახლა ისინი საპირისპიროს საუბრობენ. კიდევ ერთ გამოწვევად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დასახელდა – მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რათა სწორი მიმართულება მისცენ პროცესს. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც ამ შემთხვევაში უარყოფითი მხარე არ ექნებოდა, უბრალოდ შენ სასწორზე დებ – რომელ მხარეს არის უფრო მეტი ტვირთი. ჩვენი აზრით, უფრო დიდი ტვირთი დააწვებოდა ეკონომიკას, თუ გაჩნდებოდა გავრცელების ფაქტორით გამოწვეული დესტაბილიზაცია. მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ადამიანები აღარ დახარჯავენ საერთაშორისო ტურიზმზე თავიანთი დანაზოგების დიდ ნაწილს. შიდა ტურიზმისთვის ჩვენ მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, სწორედ იმიტომ რომ დაკეტილი ქვეყანა ვართ, მაგრამ საზღვრების გახსნა ამ სფეროსაც დააზიანებდა. ყველაზე დიდ გამოწვევად რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყანაში სამუშაოდ მიდიოდნენ. ჩვენი ყველა ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი – ურთულეს მდგომარეობაშია, ამიტომ ასეთი სიტუაციიდან ნეგატიური შედეგების გარეშე ვერანაირად ვერ გამოვიდოდით. იძულებულები ვართ ვიფიქროთ იმაზე, რომელი გზა მოგვიტანს ყველაზე მინიმალურ დანაკარგს“, – განაცხადა კაკულიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აქ არის დედაჩემი. დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა დავკარგე. ფეხზე დგას. მე რაღა წამაქცევს, სულ რომ უვადო მომცეთ” – ონისე ცხადაძე
  • “ჩემი მხრიდან გპატიობთ ყველაფერს, რასაც ჩემთან მიმართებაში აკეთებდით. ამ პატიებას მოსდევს თხოვნა -ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვება იქნება მიზანი” – ანდრო ჭიჭინაძე
  • “ბატონო მოსამართლევ, 92 წლის თებერვალში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და ხალხს მოუძღოდა. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და დაიღუპა. ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მათ სახელებს “ოცნება” ლახავს” – გიორგი ტერიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge