მოკლეს, ცხედარი დამალეს და არაგვში ორი დღის შემდეგ გადააგდეს – რამდენად რეალურია ეს ვერსია? დაკავებული ძიუდოისტის გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი ეჭვობს, რომ ფეხბურთელი მოკლულია და შემდეგაა მდინარეში ჩაგდებული. გიორგი ყიფშიძეს ამის თქმის საფუძველს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები და ფოტო მასალა აძლევს.
ადვოკატი გარდაცვლილის გულ-მკერდის არეში არსებულ დაზიანებებზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ გულის გაჩერების შემდეგ მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს.
24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, მსგავსი წყლიდან, უნდა ამოტივტივებულიყო, თუმცა 4 დღე ეძებეს და ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არ იყო. სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს ცოდნოდა სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა პირდაპირი გულის, ამ დროსაც დაზიანება ხდება გულმკერდის, შეიძლება გემატომური რაღაც გამოიწვიოს, როცა ფიზიკურად ძლიერია დამიანი ამას ახორციელებს, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.