გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. meteo.gov.ge – ის მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დღეს, დღის საათებში +16 გრადუსი იქნება. ხვალ, 13 ნოემბერს კი, დღე +15 გრადუსი, ხოლო ღამე +5 გრადუსია მოსალოდნელი.