„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს და კულტურის ექს-მინისტრ თიკა რუხაძეს მალე დააკავებენ.
პოლიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მოგვიანებით, ხელბორკილებს დაადებენ კახა კალაძესაც.
მამუკა მდინარეძეს, ისევე როგორც თიკა რუხაძეს აუცილებად დაიჭერენ, ისევე როგორც მოგვიანებით -კახა კალაძეს. ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება. ასე ინგრევა რეჟიმები და რომ ვლაპარაკობთ, რომ სისტემა ისევ ისეთი არის როგორიც ადრე, როგორ არის სისტემა ისევ ისეთი? – არარავინ აღარ დარჩა გარეთ, სისაც თუნდაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცნობდით. არც კრიმინალი აღარ არის გარეთ, არც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა მეორეს მიაყოლებენ. მესამე- ანრი რაღაცაშვილი საერთოდ სად არის კაცმა არ იცის”- თქვა ნიკა გვარამიამ “რეაქციაში” სტუმრობისას.
ცნობისთვის, დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძე და სუს-ის ექს-შეფი, მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტით ამხილა. მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.
„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ – ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!” – მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.
დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.
