თბილისში, ვარკეთილში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულნი.
ბინაში, სავარაუდოდ, გაზქურა აალდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
