სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად Glovo-ს კურიერად მუშაობს. – აღნიშნულმა ფოტოს საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეები ქალის დასახმარებლად თანხას აგროვებენ.
“გამარჯობა , რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას გეტყვით რომ ეს გოგონა დარიაა 26 წლის , ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა. ჩემი მრავალჯერ ხსენებული და შექებული.
ორი შვილი ჰყავს ბიჭი 1 წლის და 4 თვის რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის.
ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ.
ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია… ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო ავრორას , დარიას შვილის დაბადებისდღე მოდის. ყოველწელს ვცდილობთ მის გახარებას.
თუ სურვილი გაგიჩნდებათ ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს
ძალიან მიხარია რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით . დამატებით ინფორმაციას ალბათ დარია თავად გაგიზიარებთ , როცა ამას შეძლებს და სურვილი ექნება. ახლა მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
და ხო მართლა , ბევრმა აღნიშნა კომენტარებში რომ ძლიერია , რომ ამაყად დადის , რომ დახმარებას არ ითხოვს . მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ და რწმენა აქვთ რომ აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ .
მადლობა ყველას ვინც გარშემომყოფებზე ზრუნავს, ხედავს და ცდილობს დაეხმაროს
აბა ჩვენ ვიცით, იმედია ბევრი გაიცნობთ და თავადაც შეაგულიანებთ რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა გვაზავა
საქართველოს ბანკი – მიმღები ბაზაძე ავრორა
GE43BG0000000525927634
TBC ბანკი – მიმღები ანა გვაზავა
GE54TB7018045061600016