Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჯერ საქართველო” საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

September 3, 2026
“ჯერ საქართველო” საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

შეზღუდვები “ჯერ საქართველოს” – ვიქტორ ყიფიანის გუნდის წევრების თქმით, ისინი საჯარო რეესტრის განცხადებას გაასაჩივრებენ და დასაბუთებას დაელოდებიან.

“ჯერ საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ზურა შარაშენიძე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრს თავდაპირველად შეკითხვები ჰქონდა ყრილობაში მონაწილე ადამიანების მონაცემებზე და წესდებაზე. დამატებითი დოკუმენტების შემდეგ კი რეესტრმა განაცხადა, რომ წესდების ნაწილი კვლავ ბუნდოვანი იყო მათთვის.

ზურა შარაშენიძის თქმით, მათი პოლიტსაბჭო ლუწი შემადგენლობისაა და შესაბამისად არსებობს ჩანაწერი, რომ თუ რაიმე საკითხზე ხმები გაიყო, ის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. აღმასრულებელი მდივნის თქმით, “ჯერ საქართველოს” ეს რეესტრს განუმარტა, თუმცა მაინც თქვეს, რომ “წარმოებას აჩერებდნენ”.

ერთ მხარესო ხარვეზი გაქვთო გარკვეული ადამიანების მონაცემებზეო, რომელიც ყრილობას ესწრებოდაო, ასევე წესდების ნაწილში კითხვები გვაქვს და დაზუსტება გვჭირდებაო. შემდგომ უკვე შევაბრუნეთ ყველაფერი, რაც მოითხოვეს და გვიპასუხეს, რომ ადამიანების, ყრილობის და წარმომადგენლობის ნაწილზე კითხვები აღარ გვაქვსო და გვაქვს წესდების ნაწილზეო.

თვითონ ხომ კარგად იციან, ვისი გუნდი ვართ, ხომ კარგად იციან, ვისი ყოფილი ადვოკატი იყო, ვის საქმეზე იგებდა საერთაშორისო სასამართლოებს.

ჩვენი პოლიტსაბჭო არის ლუწი და გვაქვს ასეთი ჩანაწერი, რომ თუ რაიმე საკითხზე ხმები გაიყო, ის გადაწყვეტილება არ არის მიღებული, არ გვინდა, რომ თავმჯდომარეს ჰქონდეს ორი ხმა, თავმჯდომარეს თავისი პოლიტიკური წონა აქვს და საკმარისია. მივსდევთ დემოკრატიის ფუნდამეტურ პრინციპს – ერთი კაცი, ერთი ხმა. რეგისტრატორს რაში აინტერესებს პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებებს მიიღებს თუ ვერ მიიღებს და განვუმარტეთ, რომ უბრალოდ რეგლამენტიდან იხსნება, თუ ბუნდოვანია და გაუგებარია, მაინც თქვეს, რომ წარმოებას ვაჩერებთო. კი ბატონო, ვასაჩივრებთ და ველოდებით დასაბუთებას,​” – ამბობს ზურა შარაშენიძე.

“ჯერ საქართველოს” წევრი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამბობს, რომ მათ 30-დღიან ვადაში დეტალები უნდა გამოითხოვონ და თუ რეგულატორი კვლავ არ ჩათვლის მათ პასუხებს ლეგიტიმურად, სასამართლოს უნდა მიმართონ.

ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება 30-დღიან ვადაში დავუბრუნოთ პასუხი და გამოვითხოვოთ დეტალები, კონკრეტულად რატომ ჩათვალა რეგულატორმა, რომ არ არის დაკმაყოფილებული ის საკითხები,რომლებზეც ჩვენ საკმაოდ ამომწურავი პასუხი გავეცით და მეორე გზა გვრჩება ასევე სამართლებრივი, რომ კვლავ რეგულატორი თუ არ ჩათვლის ჩვენ პასუხებს ლეგიტიმურად, მივმართოთ სასამართლოს.

“ჯერ საქართველოსთვის” მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დამფუძნებლების ლეგიტიმაცია და ასევე ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ვიწრო პარტიულ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმეს,” – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა “ჯერ საქართველოს” პარტიად რეგისტრაციის განცხადება ჯერ დაახარვეზა, შემდეგ კი “განუხილველად დატოვა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზაფხულში რუსების მხრიდან საქართველოში ტურებზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა
  • “სააკაშვილი ასოცირებული იყო ძალადობრივ მოცემულობასთან და დღესაც ასე საუბრობს…” – დავით მათიკაშვილი
  • ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge