Foot01-ის ცნობით, პსჟ ზამთარში ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის დამატებას აპირებს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად “ჩელსის” 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ესტევაო ჰყავს შეგულებული.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერზე თანხმობა პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ უკვე გასცა და ფეხბურთელის საფრანგეთის დედაქალაქში გაშვების წინააღმდეგი არც მისი ამჟამინდელი კლუბია, რაგდან “სტემფროდ ბრიჯზე” მას ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა.
ივარაუდება, რომ ესტევაო “პარკ დე ფრანსს” 6-თვიანი იჯარით მიაშურებს, ხელფასს პსჟ გადაუხდის, მაგრამ მასზე უფლებები “ჩელსის” დარჩება და სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად “არისტოკრატთა” რიგებში დაბრუნდება.
