Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა” -გიორგი შარაშიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

September 3, 2026
“ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა” -გიორგი შარაშიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ – ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირის გამოკითხვას გამოეხმაურა.

შარაშიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესები სანახაობის ნაწილია და არ ჰგონია, რომ ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვება.

„რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით ამ დაკითხვებიდან-მეთქი, მოგატყუებთ. აქ ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ამ პროცესით თავად აჩვენებს საკუთარ ნამდვილ სახეს ქართველ ხალხს. დღეს იმდენი აგენტი და ყოფილი „ნაცი“ არის „ოცნებაში“, ამ პარტიისგან სხვა მოლოდინი რა უნდა გქონოდა.

შესაბამისად, რაც უფრო მეტად გააგრძელებენ ერთმანეთის დასმენებსა და ჩაშვებებს, მით უფრო მალე და კარგად დაინახავს ქართველი ხალხი მათ ნამდვილ, რეალურ სახეს. ისედაც კარგად იცის, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად ძირგამომპალია მთელი ეს სისტემა და რამდენად არ აქვს არანაირი კავშირი „ოცნების“ მმართველობას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასთან. აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან.

რაც მეტად გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო უკეთ დაინახავს ხალხი „ოცნების“ ნამდვილ სახეს.

საბოლოო ჯამში, მე პირადად ეს ისევ სანახაობის ნაწილი მგონია და არ მგონია, ამას რაიმე ხელშესახები მოჰყვეს.

აქ მთავარი ის არის, რომ რადგან სხვა დღის წესრიგს უკვე ვეღარ ქმნის, „ოცნებას“ ერთადერთი რამ დარჩა – ყოფილი და მოქმედი წევრების მხრიდან ერთმანეთის ჩაშვებები და დასმენები“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. უწყების ცნობითვე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება, მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა”- შალვა პაპუაშვილი
  • არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას – გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდეს – დიტო ჩუბინიძე
  • სახალხო დამცველი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge