Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რომელმაც ბოლო დროს ქვეყანაში ბევრი ახალგაზრდა იმსხვერპლა – ორგანიზაცია “მანდალას” საგანგაშო განცხადება

October 5, 2022
მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რომელმაც ბოლო დროს ქვეყანაში ბევრი ახალგაზრდა იმსხვერპლა – ორგანიზაცია “მანდალას” საგანგაშო განცხადება

საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეპარატმა MDMA-მ რამდენიმე ახალგაზრდა იმსხვერპლა. სიკვდილის მიზეზი ზედოზირება გახდა. ორგანიზაცია “მანდალა” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგანგაშო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ბოლო 5 დღის განმავლობაში მათ მიერ გატესტილი რამდენიმე ათეული MDMA-ს ტესტირებების შედეგად დადგინდა, რომ ყველა მათგანი ფენტანილს შეიცავდა.

“მეტრონომი” განცხადებას სრულად გთავაზობთ:

“აუცილებლად მიგვაჩნია გაგიზიაროთ ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატესტილი რამდენიმე ათეული მხოლოდ MDMA-ს ტესტირებების შედეგები:

აბსოლიტურად ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს

არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ფენტანილის შემცველობის გარეშე, არც ერთი

უცნაური ის არის, რომ ყველა მათგანი, რეაგენტებით ტესტირების შედეგად აღმოჩნდა ნამდვილად MDMA, მაგრამ ფენტანილის ჩხირებით გადამოწმებისას ყველა ნიმუშში აღმოჩნდა ფენტანილის კვალი

თუ წინა პერიოდში MDMA-ს სახელით შეძენილი ნივთიერება ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე მეფედრონი, რომელსაც თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია, ფენტანილთან შედარებით ის სიცოცხლისთვის საშიში ასჯერ ნაკლებად არის.

ასეთი სავალალო მდგომარეობა ჩვენი 5 წლიანი პრაქტიკის მანძილზე არ გვახსოვს.

საყურადრებოა ისიც, რომ გატესტვის შემდეგ ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც მაინც მოიხმარეს, მიუხედავად ჩვენი ყველანაირი მცდელობისა დაგვერწმუნებინა, რომ ეს სიკვდილთან თამაშია

საუბედუროდ სულ რაღაც ბოლო კვირებში უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით გამოწვეული მიზეზით

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადამიანების ნაწილი გადარჩნენ, რისი მიზეზიც რამდენიმე შეიძლება იყოს: 1. ფენტანილის შემცველობა არ იყო მაღალი კონცენტრაციის (სამწუხაროდ კონცენტრაციას სწრაფი ტესტერი ვერ ადგენს, ის მხოლოდ კვალს პოულობს) 2. ამ ადამიანებს ოპიატებთან ტოლერანტობა ქონდათ და/ან უბრალოდ მათმა ორგანიზმა გაუძლო. 3. ჩვენი გაფრთხილების გამო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს და ნაკლები დოზით და მეტი ინტერვალით მოიხმარეს. 4. გამოიყენეს ნალოქსონი და ის რეკომენდაციები, რომლებზეც ჩვენს სხვა პოსტებში თუ პირადი კონსულტაციისას ვსაუბრობთ.

მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ ის, რომ ზოგი მათგანი გადაურჩა სიკვდილს და ვერ მოერია ფენტანილი, არავითარ შემთხვევაში არ გახდეს თქვენთვის მოტივაცია, რომ თქვენც გაუძლებთ, რადგან არასდროს იცით იმ „ლაინში“, რომელიც თქვენ შეგხვდებათ რა კონცენტრაციის ფენტანილია გარეული

ფენტანილს აქვს 30 საათზე მეტ ხნიანი ზემოქმედება, მაშინ როდესაც MDMA-ს მოქმედება 3-4 საათს გრძელდება. ანუ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხმარების შემთხვევაში, როცა დილით სტიმულატორისგან ფხიზელი ბრუნდები სახლში, ღამით მიღებული თუნდაც მცირე კონცენტრაციის ფენტანილი ბოლოს ერთდროულად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ამას ემატება გადაღლილი და გამოფიტული ორგანიზმი, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ მოდუნებას და ძილიანობას იწვევს. სწორედ ამ დროს ხდება ზედოზირებით გამოწვეული ნელი სიკვდილი”, – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ლუდის მაღაზიაში დაწყებული დაპირისპირება 39 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა ავლაბარში
  • “ვის ამზადებს კრემლი “ბიძინა 2-ის” კანდიდატად?” – არმაზ ახვლედიანის მოსაზრება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge