Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს – გიგა ფარულავა

November 27, 2026
4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს – გიგა ფარულავა

ევროპარლამენტის რეზოლუცია „ოცნების“ არადემოკრატიული მმართველობის შედეგია, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. შესაბამისად, სანქციების დაწესების მოთხოვნა არავის უნდა გაუკვირდეს. ეს არც პირველი და არც უკანასკნელი მოწოდება იქნება, რადგან „ოცნება“ საკუთარ არადემოკრატიულ ნაბიჯებს არ იშლის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, რაც შეეხება კონკრეტული პირების გათავისუფლების შესახებ მოწოდებას, 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.

„4 ოქტომბერს ორი მთავარი აქტორი ჰყავს: ერთი მხრივ, „ოცნება“, რომელმაც 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი დაგეგმა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის ის უპასუხისმგებლო და, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსყიდული ნაწილი, რომელმაც შეასრულა და აღასრულა 4 ოქტომბრის პროვოკაციული დანაშაული. სამწუხაროდ, ბურჭულაძე ერთ-ერთი იმ პირთაგანია, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი იყო. ამ ადამიანებმა – ბურჭულაძემაც და სხვებმაც, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების წინა ხაზზე იდგნენ, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, რა მოხდა, ვინ დაგეგმა და ვინ აღასრულა 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი.

ზოგმა მათგანმა საპატიმრო უკვე დატოვა, ზოგი კი დღესაც ციხეში რჩება. მათ, ვინც საპატიმრო დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს საპატიმროში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, მათ საჯაროდ უნდა აუხსნან მოქალაქეებს, რა მოხდა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ იყო აღმსრულებელი და რატომ ჩაიდინეს ეს კონკრეტული ქმედებები. ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს – თურქული მედია
  • 28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს, არ იფიქროთ, რაიმე სერიოზული ხდება – თენგიზ შარმანაშვილი
  • 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს – გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge