Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს – თურქული მედია

November 27, 2026
საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს – თურქული მედია

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები საქართველოში თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების დროს დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაწერეს.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის” გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იყო აგრესია, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და უსაფრთხოება დაიცვეს – სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ეს ფანების მხრიდან – კახა კალაძე ბათუმის სტადიონზე დაპირისპირებაზე
  • საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს – თურქული მედია
  • 28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს, არ იფიქროთ, რაიმე სერიოზული ხდება – თენგიზ შარმანაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge