Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით – წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ – კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე

November 27, 2026
დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით – წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ – კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, იყო არასამართლიანი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისი თქმით, გავრცელებული მასალებით დადასტურდა ის რეალობა, რაზეც საუბარი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

„პირველ რიგში, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ. სიუჟეტებს უძღვნიდნენ, გადაცემებს აკეთებდნენ, რომ ეს თითქოს ტყუილი იყო, ჩვენ ვიგონებდით. არა, ეს იყო სამწუხარო რეალობა.

წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციების მხრიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოეწყოთ. არა მხოლოდ ამერიკული ორგანიზაციები, ევროპული ორგანიზაციებიც შემჩნეული არიან ამ პროცესში და უშუალოდ ჩართულები იყვნენ საზოგადოების პოლარიზაციაში, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში. კონკრეტული ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ, თუნდაც განცხადებებით, თუნდაც არდაგმობით ხელს უწყობდნენ იმას, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო იმ ჯგუფს, ვინც დღეს დამნაშავეა და ციხეში ზის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესები წარმოადგენს დანაშაულს, რომელშიც ადგილობრივი აქტორები მონაწილეობდნენ.

„ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან მძიმეა. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ჩადენილი კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, თანამონაწილე იყო ადგილობრივი აგენტურა, რომლის შექმნაშიც, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა წლების განმავლობაში. ამ აგენტურის გამოყენებით, ჯერ ხან ჟურნალისტებს იყენებდნენ, ხან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვითომ ექსპერტებს და ა.შ.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ვისმენდით, ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო არასამართლიანი და აჩვენებდა იმას, რომ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს – თურქული მედია
  • 28 ნოემბრის მიზანია, პატრონებს კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ არ გარდაცვლილან, მათში ინვესტიციის ჩადება ჯერ კიდევ ღირს, არ იფიქროთ, რაიმე სერიოზული ხდება – თენგიზ შარმანაშვილი
  • 4 ოქტომბერს ჩადენილ დანაშაულს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, საპატიმრო ვინც დატოვა, უნდა ესმოდეთ, რომ დღეს ციხეში რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულმა ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს – გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge