სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის კადრებშიც ჩანს, რომ “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთ ფილიალში უცხოელი მომხმარებელი ადგილზე მომუშავეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
“ორი ნაბიჯის მაღაზიაში უცხოელი დაერია გოგოებს. ( გოგო თმებით ათრია და ქართველი კაცები უყურებენ)” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ვიდეოს ავტორია.
როგორც ირკვევა, მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ბრალდებული ბრიტანეთის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მიიჩნევდა, რომ შენაძენი არასწორად დაუანგარიშეს, რასაც კონფლიქტი მოყვა, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.