2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჰიგიენური საშუალებების ფასმა, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მოიმატა, მედიკამენტებმა კი დაიკლო.
“პირადი ჰიგიენის ნაწარმმა 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 34,59%-ით მოიმატა, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასნამატი 12,55% იყო.
ამავე ჯგუფის ნაწარმზე რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ამ ჯგუფის ნაწარმის ფასი 11,47%-ით იყო მომატებული, ხოლო 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, – 8,67%-ით.
რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,30%-ით არის მომატებული, მაშინ, როდესაც 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით -2,82%-ით კლება ფიქსირდებოდა. ამასთან, 2022 წლის აგვისტოს 2021 წლის დეკემბერთან შედარებითაც -4,24%-ით კლება აღინიშნებოდა. 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი, ფასნამატი 11,46% იყო.
რაც შეეხება კონკრეტულ ნაწარმს, 2022 წლის აგვისტოში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად სარეცხი საპნის ფასი გაიზარდა – 35,11%-ით, ასევე გაზრდილია ტუალეტის საპნის ფასი – 17,86%-ით. დეოდორანტების ფასი გაიზარდა 20,15%-ით; სახის საცხი – 21,35%-ით; ბავშვის ჰიგიენური საფენები – 15,76%-ით. 15.52%-ით არის გაზრდილი ტუალეტის ქაღალდი; 16,85%-ით შამპუნი, ხოლო 10,18%-ით – თმის საღებავი; 11.17%-ით სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები; -0,09%-იანი კლება ფიქსირდება ფრჩხილის ლაქის ფასის შემთხვევაში.
რაც შეეხება სხვა ნაწარმს, ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებების ფასი ამავე პერიოდში მომატებულია 9,77%-ით; ქაღალდის ხელსახოცები – 7,42%-ით; მტვრის საწმენდი ტილოები – 11,24%-ით. საპარსი პირი – 3,22%-ით; კბილის ჯაგრისი – 4,77%-ით; საპარსი კრემი – 7,32%-ით; კბილის პასტა – 3,21%-ით; ტუჩის საცხი – 0,95%-ით; ერთჯერადი ცხვირსახოცი – 10,13%-თ.
რაც შეეხება ფასების დინამიკას 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, შემდეგი იყო: სარეცხი საპონი – 13,01%; სინთეტიკური სარეცხი ფხვნილები – 8,45%; ჭურჭლის სინთეტიკური სარეცხი საშუალებები – 9,42%; ქაღალდის ხელსახოცები – 16,65%; მტვრის საწმენდი ტილოები – 17,63%; საპარსი პირი – 5,16%; კბილის ჯაგრისი – 14,56%; ტუალეტის საპონი – 13,46%; საპარსი კრემი – 9,45%; კბილის პასტა – 10,59%; შამპუნი – 7,77%; ფრჩხილის ლაქი – 7,35%; ტუჩის საცხი – 4,79%; თმის საღებავი – 6,16%; სახის საცხი – 10,27%; დეოდორანტი – 13,09%; ქალის ჰიგიენური საფენები – 11,42%; ტუალეტის ქაღალდი – 7,64%; ერთჯერადი ცხვირსახოცი – 5,81%; ბავშვის ჰიგიენური საფენები – 3,28%.
აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
99 ნახვა