“კახა კალაძე, არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ..გამოძიება დადებს თუ ვინ ისვრის და ვინ რითი დადის… მადლობა ბატონო მერო მხარდაჭერისთვის.
P.s. იარაღი რაში უნდა დაგჭირდეს იმ ადამიანთან რომელსაც საკუთარი მამა რჩევად აძლევდა ხოლმე რომ შვილო შენ ისეთი მშიშარა ხარ ჩხუბით არასოდეს იჩხუბებო და სჯობს სირბილი მაიმც ისწავლოო რომ გაექცე ხალხსო… ” – წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს, გამთენიისას, რესტორან ქვევრში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის მეწილემ ლაშა ბასლანძემ კიდევ ერთ მეწილეს, ზურაბ ტიბუას სცემა და უმისამართოდ ისროლა.
მომხდარს კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ლასა ბასლანძე მისი მეგობარია. მომხდართან დაკავშირებით კი ვერაფერს იტყვის, რადგან “თემას არ იცნობს”.