Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან – ხომ არ გეცნობათ ხელწერა, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს – თორნიკე ჭეიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე

November 24, 2026
მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან – ხომ არ გეცნობათ ხელწერა, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს – თორნიკე ჭეიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თავად დასკვნაშიც არის ნახსენები, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, საზოგადოებრივი საბჭოს ეგიდით მომზადებული ანგარიში 2014 წელს, თან ერთვის შესაბამისი ბმული და ძალიან დეტალურად არის მიმოხილული ეს შემთხვევა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი განმარტებით, ლაფანყურის საქმე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ქმედების გამო მოხდა, რომლის მითითებითაც სპეცოპერაციისას დაღუპული ზოგიერთი მეომრის ოჯახის წევრებს ცხედრები იმავე ღამეს, ჩუმად დაკრძალვის პირობით გადასცეს, დანარჩენი მებრძოლები კი თავდაპირველად ე.წ. უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალეს და მოთხოვნის მიუხედავად, ოჯახებს დიდხანს არ გადასცემდნენ ცხედრებს. ჭეიშვილმა პარალელი გაავლო როინ შავაძის საქმესთან და განაცხადა, რომ ერთნაირი ხელწერაა, როდესაც ოჯახს დატირების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ.

„კითხვას იმასთან დაკავშირებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე რატომ მოხვდა სარჩელში, უმარტივესად ვუპასუხებ, ერთ ერთ აბზაცს წავიკითხავ მარტო, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მოქმედებას – საუბარია ისევ და ისევ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. „მისი მითითებით, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზოგიერთი მეომრის ოჯახის წევრებს ცხედრები მხოლოდ იმ პირობით გადასცეს, რომ იმავე ღამეს ყოველგვარი რიტუალების გარეშე ჩუმად დაკრძალავდნენ და სასაფლაოზე ხალხი არ მივიდოდა. დაკრძალვაზე დასწრების უფლება მხოლოდ გარდაცვლილთა მამებს მისცეს, დანარჩენი მებრძოლების ცხედრები თავდაპირველად დაკრძალეს აეროპორტის სიახლოვეს, ეგრეთ წოდებულ უპატრონოთა სასაფლაოზე, მოთხოვნის მიუხედავად ცხედრებს დიდხანს არ გადასცემდნენ მათი ოჯახის წევრებს.“ მე მინდა ასევე პარალელი გავავლო, ჩვენს ამავე სარჩელშიც და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ძალიან დეტალურად არის მიმოხილული როინ შავაძის საქმე. ხომ არ გეცნობათ ხელწერა იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ელემენტარულად ოჯახის წევრებს – ეს თქვენთვის არაფერზე მეტყველებს? არაფერზე მიანიშნებს?“ – განაცხადა ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე – ლევან მაჭავარიანი
  • სად იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერი“ – კითხვა-პასუხი საკონსტიტუციოს სხდომაზე
  • სახელმწიფოს მხრიდან რომელი დანაშაული დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად წამგებიანი იყო, რა თემებიც გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით – ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge