Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერი“ – კითხვა-პასუხი საკონსტიტუციოს სხდომაზე

November 24, 2026
სად იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერი“ – კითხვა-პასუხი საკონსტიტუციოს სხდომაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა, რომელ ქვეყანაში და რა მიზნით იყო აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვარდნილი კასეტური ბომბის, რუსული „ისკანდერის“ ნაწილები.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დავის დროს წარდგენილი არ ჰქონდათ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.

„საქართველო დადგა რისკის წინაშე, რომ მას შეიძლება წაეგო დავა რუსეთის წინაშე. ახლა აქ კითხვებს ვერ შემოგვიბრუნებთ“, – თქვა არჩილ გორდულაძემ, „ქართული ოცნების“ წევრმა.

ანა წითლიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ ომის დროს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ პარტნიორ ქვეყანას – აშშ-ს გადასცა ექსპერტიზის ჩასასტარებლად, რაც საჭირო იყო მტკიცებულებად წარსადგენად.

​„ამის მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს თავდაცვის სამინისტროში – ამიტომ გთხოვთ, გამოიკვლიოთ“, – მიმართა წითლიძემ პლენუმს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. სასამართლო კოლეგია კი ამ საქმეს ინტენსიურ სხდომებზე იხილავს.

საქმის არსებითი განხილვის სხდომებიდან გააძევეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი. შუამდგომლობის საფუძველზე ნადარაიამ გვარამია სხდომათა დარბაზში დააბრუნა, კოპალეიშვილს კი უარი უთხრა. სხდომათა დარბაზიდან გაძევებულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხატია დეკანოიძე და ზაზა ბიბილაშვილი.

რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ – აკრძალვას.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს მკაფიო პოზიცია – ჩვენ არ შევდივართ არცერთი პოლიტიკური პატიმრის ქმედების მორალურ განსჯაში – ირაკლი ფავლენიშვილი
  • არსებობს ორგანოებით, ადამიანებით ვაჭრობის რისკი, არსებობს ძალადობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ათასგვარი პრობლემა – დავით მათიკაშვილი სუროგაციაზე
  • “მინდა მივესალმო სიახლეს, რომლის თანახმადაც ყულევის ნავთობტერმინალი აღარ იქნება სანქციათა სიაში” – გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge