Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახელმწიფოს მხრიდან რომელი დანაშაული დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად წამგებიანი იყო, რა თემებიც გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით – ლევან მაჭავარიანი

November 24, 2026
სახელმწიფოს მხრიდან რომელი დანაშაული დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად წამგებიანი იყო, რა თემებიც გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით – ლევან მაჭავარიანი

სახელმწიფოს მხრიდან რომელი დანაშაული დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად წამგებიანი იყო რა თემებიც გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, – ასე უპასუხა „ქართლი ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს შალვა კერესელიძის განცხადებას, რომ „ქვეყანაში გამეფებული კორუფციის მთავარი მიზეზი სისტემური მმართველობითი ჩავარდნაა და კორუფციაში მხილებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან“.

მაჭავარიანის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს ამ ყველაფერთან დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული, რაც „საქმით აქვთ დამტკიცებული“.

„რაც ბატონი ირაკლი კობახიძეა პრემიერი, გადავხედოთ, რა ნაბიჯები არის გადადგმული: შეიცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა, იმ დღესვე გახდა აბსოლუტურად ყველა სამთავრობო აქტი გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი და როგორი შეურიგებელი ბრძოლა გამოცხადდა კორუფციასთან და ვინ იხდიან დღეს სასჯელს? თქვენ რაც ჩამოთვალეთ, გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ სამარცხვინო დანაშაულები არის ის კორუფციული დანაშაულები, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რომელი დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იყო რა თემებიც ჩვენ გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, ისე სუბიექტურად ჩვენ გვაწყობდა რომ მიგვეჩქმალა, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. აბსოლუტურად ყველაფერი გარეთ გამოვიტანეთ და ძალიან სერიოზული პოლიტიკური დარტყმები ავიტანეთ და ვინც დასასჯელი იყო ყველა დასჯილია და იხდის სასჯელს.

კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის, თუმცა მთავარია როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და როგორი დაუნდობელი მიდგომაც გვაქვს ჩვენი საქმით გვაქვს დამტკიცებული, იმიტომ რომ არაფრის არ მოგვერიდა და არაფრის არ შეგვეშინდა “- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი აზარტული თამაშების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტყუილია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს სახელმწიფო ახალისებს აზარტულ თამაშებს.

მისივე თქმით, თავდაპირველ ჩანაწერში საერთაშორისო ტურნირებში ჩართული უცხოელი მოქალაქის წილი უნდა ყოფილიყო 70%, თუმცა მსჯელობის შემდეგ ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდა.

„სახელმწიფო ახალისებს აზარტულ თამაშებსო, ეს მორიგი ტყუილია, ჩვენ ეს დარეგულირებული გვაქვს ძალიან მკაცრი კანონმდებლობით. ჩვენ რაც მივიღეთ ეს აბსოლუტურად განცალკევებული საკითხია, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და თქვენც ესწრებოდით, უბრალოდ ამ შემთხვევაშიც თქვენ ცდილობთ, რომ ითამაშოთ ჩვენი მოქალაქეების ემოციით, ეს ასე არ შეიძლება, თქვენ პირდაპირ უნდა გაუსვათ ხაზი, თუ რას შეეხება ეს კანონი, ეს არის კონკრეტულ საერთაშორისო ტურნირებთან დაკავშირებული და იქაც სხვათა შორის იყო მსჯელობა. 70% იყო თავდაპირველი ჩანაწერი და მინიმუმ 70% უნდა ყოფილიყვნენ უცხოელები, რომ საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაცია მინიჭებოდა. მსჯელობის შედეგად ჩვენ გავითვალისწინეთ და ჩაიწერა 80%, სადაც მაღალმსყიდველიანი ტურისტები უნდა ჩამობრძანდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ამ ყველაფერს საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაცია და კარგი იქნება თუ სიმართლესაც გააჟღერებთ ხოლმე“ – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პასუხისმგებლები ვართ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე – ლევან მაჭავარიანი
  • სად იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერი“ – კითხვა-პასუხი საკონსტიტუციოს სხდომაზე
  • სახელმწიფოს მხრიდან რომელი დანაშაული დარჩა უპასუხოდ? ჩვენთვის ხომ პოლიტიკურად წამგებიანი იყო, რა თემებიც გამოვიტანეთ გარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით – ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge