ხმაურიანი გიორგობა ქურმუხში: მართლმადიდებელ მრევლს ტაძრის მოლოცვის საშუალება არ მიეცა – რა ხდებოდა ადგილზე?
“დედოფლისწყაროს ტელევიზიის”მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 23 ნოემბერს, ხმაური იყო აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, სადაც. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს, როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით, გიორგობას მართლმადიდებელი მლოცველები ტაძართან არ მიუშვეს.
როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს პოლიციელების წინ მდგარი მრევლი, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს.
პოლიციელებს აზერბაიჯანულ ენაზე ესაუბრებიან – სავარაუდოდ, ადგილობრივები, ეთნიკურად ქართველები.
“საქართველოც დამნაშავეა“, – ისმის რეპლიკა ვიდეოში – “არც მეუფეა სადმე, არც პატრიარქი, არც მამაო“.
როგორც ირკვევა, გიორგობის ღვთისმსახურება იმავე რაიონში, სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა. ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. ის დღეს აზერბაიჯანელ კოლეგას ხვდება.
რელიგიის სააგენტოს გავრცელებულ ცნობაში არაფერია ნათქვამი ქურმუხის ტაძარში ლოცვის მსურველთა და იქ განვითარებული მოვლენების შესახებ.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ქურმუხის ტაძარს “კურმუკად“ მოიხსენიებს და მას “ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობის“ ძეგლად მიიჩნევს.
იხილეთ ვიდეო …
