ანატოლი გიგაური თავისუფალია – 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ აქციებზე დაკავებულმა აქტივისტმა, გლდანის ციხე დატოვა.
მადლობა ყველას და უახლოეს დროში მოვესწროთ საქართველოს თავისუფლებას”, – უთხრა “პირველებს” გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2 წლის წინ 25 ნოემბერს დააკავეს.
