ქუთაისი- ბერლინის რეისი აფრენიდან ერთ საათში თბილისის აეროპორტში დაეშვა. მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, ერთ- ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ბორტზე მყოფების ინფორმაციით, მგზავრი ტურბულენტობის გამო სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა, თუმცა უამინდობის გამო რეისის მიღება ქუთაისის აეროპორტმა ვერ შეძლო და თვითმფრინავი თბილისმა მიიღო.
“სავარაუდოდ, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი WZZ959 ქუთაისიდან 6:30-ზე აფრენის შემდეგ უკან მობრუნდა, ქუთაისში ვერ დაჯდა ძლიერი ქარის გამო და თბილისში დაეშვა 8:05-ზე”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა კახა მჭედლიძემ.
