Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ – ნიკა გვარამია

November 19, 2026
რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ – ნიკა გვარამია

რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! ამ ჩემს ფეხებს, უკაცრავად! – დიახ, მხარს ვუჭერ „იმედის“ და „პოსტივის“ სანქცირებას!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რითაც უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის კითხვას, „მხარს უჭერს თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას?“.

გვარამიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის აღნიშნული კითხვა არარელევანტურია და „მოსახსნელია“.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ ორ კერძო ტელევიზიას კონსტიტუციურ წესრიგთან კავშირი არ აქვს.

„გულწრფელად მაინტერესებს, სადამდე შეიძლება ეს ჩავიდეს. შეიძლება პირად ცხოვრებამდე მივიდნენ და მკითხონ, როგორ გავიცანი ჩემი ცოლი, ან ბავშვები რომ მეყოლა რა ემოციები მქონდა? დაგვისახელოს მაშინ, კონსტიტუციური წესრიგს რა ნაწილია ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ და მათთან დაკავშირებული სანქციები და მერე მითხრას ვუჭერ თუ არა მხარს. ჩემი საქმეა, რას ვუჭერ მხარს. რა თქმა უნდა ვუჭერ. ორივე არის პროპაგანდისტი, საზიზღარი ტელევიზია, კერძო რუსული ტელევიზია. დიახ, ვუჭერ. რაც უფრო ნაკლები იქნება რუსული შინაარსის ტელევიზია, მით უკეთესია. კონსტიტუციური წესრიგის რა ნაწილია ორი კერძო ტელევიზია, გაგვაგებინეთ,“ – განაცხადა გვარამიამ.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ტელევიზიების სანქცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატის კითხვა არ მოხსნა, გვარამიამ აღნიშნულ თემაზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„ნანახი გაქვთ ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა?! მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ. ამ ჩემს ფეხებს. უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. საერთოდ არ მაღელვებს ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი. საერთოდ ტელეკომპანია „იმედი“ და “პოსტივი” რატომ არის თავისუფალი სიტყვა?! რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა,“ – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სასამართლო სხდომაზე შემდეგი კითხვა დასვა:

„თითოეული მოპასუხე პარტიის პოზიცია გვაინტერესებს – მხარს უჭერთ თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორი კერძო ქართული მაუწყებლის ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას? რა არის თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?,“ – განაცხადა გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბევრი ჭორი ვრცელდება. ვახტანგი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ჩიქოვანის ძმა არ არის”- ვაკეში მომხდარი მკვლელობის მოტივის რა ვერსიები ვრცელდება
  • “გავიხედე და მოფრინავდა რაღაცები… ომში ბომბი რომ ჩამოვარდება, ისეთი ხმა იყო” – ადგილობრივები აფეთქების მომენტს იხსენებენ
  • რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ – ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge