Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრი ჭორი ვრცელდება. ვახტანგი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ჩიქოვანის ძმა არ არის”- ვაკეში მომხდარი მკვლელობის მოტივის რა ვერსიები ვრცელდება

November 19, 2026
“ბევრი ჭორი ვრცელდება. ვახტანგი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ჩიქოვანის ძმა არ არის”- ვაკეში მომხდარი მკვლელობის მოტივის რა ვერსიები ვრცელდება

18 ნო­ემ­ბერს, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, კორ­პუ­სის ავ­ტო­ფა­რეხ­ში 77 წლის მა­მა­კა­ცი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 67 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი გელა არო­ბე­ლი­ძე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ნაც­ნობ მა­მა­კაცს ჯერ ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, ხოლო შემ­დეგ ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შავ­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ჩი­ქო­ვა­ნის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, ლექ­სო სვი­მო­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, გელა არო­ბე­ლი­ძე და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი წარ­სულ­ში ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ, მკვლე­ლო­ბის დღეს კი, სულ მე­ო­რედ, ჯერ რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდნენ, შემ­დეგ კი, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

რო­გორც სვი­მო­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს ცივი ია­რა­ღით, და­ნით 5 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, და­შა­ვე­ბუ­ლია თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლიც.

ად­გი­ლი, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, და­კა­ვე­ბუ­ლი 67 წლის მა­მა­კა­ცის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რეა. თუ რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ეს ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. ად­ვო­კა­ტი ბიზ­ნეს­და­ვას არ ადას­ტუ­რებს.

“ამ ეტა­პის­თვის ცნო­ბი­ლია ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­სულ­ში ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ, ანუ ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია პირ­ვე­ლად, ახლო წარ­სულ­ში მოხ­და. გუ­შინ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდნენ, ისა­უბ­რეს და შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე იმ ავ­ტო­ფა­რეხ­ში. შიგ­ნით რა მოხ­და, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ეტაპ­ზე ბევ­რი სხვა­დას­ხვა ვერ­სია არ­სე­ბობს და ყვე­ლა ვერ­სი­ის გა­და­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტომ კონ­კრე­ტულ პა­სუხს ვერც გა­მო­ძი­ე­ბა იტყვის და არც ჩვენ გა­ვაჟ­ღე­რებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს ხელი არ შე­ვუ­შა­ლოთ.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, გუ­შინ, მე­ო­რედ მოხ­და მათი ერ­თმა­ნეთ­თან პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია“, – აცხა­დებს სვი­მო­ნიშ­ვი­ლი.

ერთ-ერთ ვერ­სი­ა­ზე, რომ მკვლე­ლო­ბა შე­საძ­ლოა, მათ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ “გარ­დაც­ვლი­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად აღარ იყო ჩარ­თუ­ლი“. თუმ­ცა, სვი­მო­ნიშ­ვი­ლი იქვე დას­ძენს, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მომ­ხდა­რი წარ­სულს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, თუ სა­ი­დან აქვს და­კა­ვე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ვი­ნა­ი­დან ის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და არა იზო­ლა­ტორ­ში, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მის­თვის უც­ნო­ბია, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­შავ­და ბრალ­დე­ბუ­ლი.
“რო­გორც ვიცი, და­ზი­ა­ნე­ბა ხე­ლის მტე­ვან­ზე აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა ვი­თა­რე­ბა­ში, ან ვის­გან მი­ი­ღო, ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის“, – აცხა­დებს სვი­მო­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ად­გი­ლი, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რებ­ლის მიმ­დე­ბა­რე­დაა.

“ჩი­ქო­ვა­ნი იქ არ ცხოვ­რობს, სა­ბურ­თა­ლო­ზე ცხოვ­რობს. და­კა­ვე­ბუ­ლი ან უშუ­ა­ლოდ იმ კორ­პუს­ში, ან მიმ­დე­ბა­რედ ცხოვ­რობს, ვი­ნა­ი­დან და­რაჯს სთხო­ვა, მათ­თვის ეს სივ­რცე და­ეთ­მო, სა­დაც ეს შემ­თხვე­ვა მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ში თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა და­რე­კა“, – გა­ნა­ცხა­და სვი­მო­ნიშ­ვილ­მა.

“ჩემ­თვის ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა ორ­მა­გი ტრა­გე­დი­აა – მოკ­ლუ­ლია ბი­ძა­ჩე­მი, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი კი ჩემი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის შვი­ლია. და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი – დანა მკვლელს ეკუთ­ვნო­და, ბი­ძა­ჩე­მი კი უია­რა­ღო იყო. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი ყო­ველ­თვის მისი სი­ტყვა, საქ­მე და ღირ­სე­ბა იყო.

შვი­ლის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის ოჯა­ხის მზრუნ­ვე­ლი მმარ­თვე­ლი, შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გუ­ლის­ხმი­ე­რი მამა და ბა­ბუა იყო. როცა შე­ი­ტყობ­და, რომ ნაც­ნობს თუ უც­ნობს შვი­ლი გარ­და­ეც­ვლე­ბო­და, ჭი­რი­სუ­ფა­ლი­ვით მი­დი­ო­და მათ ოჯახ­ში და გულ­მოკ­ლულ მშობ­ლებს სამ­ძი­მარს უცხა­დებ­და.

კა­ცის­კვლას არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს და ვერ ექ­ნე­ბა – უნდა აღ­სრულ­დეს სა­მარ­თა­ლი!” – და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ღლონტმა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “გუ­რი­ის მო­ამ­ბეს“ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ვლა­დი­მერ მე­ნაბ­დემ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია და­წე­რა.
“წუ­ხელ-თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია

ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც მე მო­მა­წო­დეს, მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი, “ნი­კო­რას” მე­წი­ლის, გელა არო­ბე­ლი­ძი­სა­გან ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს ითხოვ­დნენ. ეს არის მომ­ხდა­რის ერთ ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც მო­მა­წო­დეს და ვთვლი, რომ შე­საძ­ლოა ის სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

მოკ­ლედ, გელა არო­ბე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და მოკ­ლუ­ლი, ჩი­ქო­ვა­ნი და მას აც­ნო­ბა რომ 50 წლის წინ, ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ერთ-ერთ საქ­მე­ზე, მისი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გელა არო­ბე­ლი­ძე იყო. ჩი­ქო­ვა­ნის ვერ­სი­ით, არო­ბე­ლი­ძემ (რო­მე­ლიც 50 წლის წინ 10-15 წლის იყო) შე­ნიშ­ნა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც “რა­ღა­ცას იყოფ­და” – (წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით ნა­ქურ­დალს) და მა­შინ­დელ მა­ხა­რა­ძის მი­ლი­ცი­ის უფ­როსს – ჯე­მალ შა­რა­ძეს აც­ნო­ბა. რო­მე­ლიც არო­ბე­ლი­ძის ბიძა იყო.

მომ­ხდა­რის კომ­პენ­სა­ცი­ის მიზ­ნით, ჩი­ქო­ვა­ნი არო­ბე­ლი­ძი­სა­გან 50 წლის შემ­დეგ, ანუ ამ დღე­ებ­ში-ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს ითხოვ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­გორც წყა­რო ჰყვე­ბა, არო­ბე­ლი­ძეს ეს ყო­ვე­ლი­ვე სა­სა­ცი­ლო­დაც არ ეყო. თუმ­ცა მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი­სას საქ­მე­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ ჩი­ქო­ვა­ნის ბრალ­დე­ბე­ბის “კა­ნო­ნი­ე­რე­ბას”… კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ჩა­რე­ვა არო­ბე­ლი­ძე­მაც გა­და­წყვი­ტა და ოზურ­გეთ­ში არა­ერ­თი ზარი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რამ­დე­ნი­მე “ავ­ტო­რი­ტე­ტი” თბი­ლის­ში აპი­რებ­და ჩას­ვლას და “გარ­ჩე­ვებ­ში” მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.. თუმ­ცა არო­ბე­ლი­ძეს და­ას­წრეს და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ის ავ­ტო­ფა­რეხ­ში შე­ი­ტყუა და მას­ზე ძა­ლა­დო­ბა სცა­დეს, ამ უკა­ნას­კნელ­მა კი ერთ-ერთი მათ­გა­ნი მოკ­ლა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გა­იქ­ცნენ, რის შემ­დე­გაც მან მომ­ხდა­რი პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა… ეს არის მომ­ხდა­რის ერთ ერთი ვერ­სია მხო­ლოდ“, – წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ირაკ­ლი ღლონ­ტი ამ ვერ­სი­ას უარ­ყოფს და სრულ ბოდ­ვას უწო­დებს:
“სრუ­ლი ბოდ­ვაა, ვნა­ხე ლა­დოს პოს­ტი. რა სი­სუ­ლე­ლეა, ჯერ ერთი, ისი­ნი ავ­ტო­ფა­რეხ­ში მარ­ტო­ნი იყ­ვნენ. ლა­დოს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, მი­ნი­მუმ – ჩემ­თან. რა 50 წლის წი­ნან­დე­ლი წყე­ნა, რა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი… ჯერ არა­ვინ არა­ფე­რი იცის, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მაც არ იცის და რა უაზ­რო ბოდ­ვაა…

ახ­ლა­ხან მო­ვას­ვე­ნეთ ბი­ძა­ჩე­მი, ჭრი­ლო­ბე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, ჯერ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია, მაგ­რამ 5 ჭრი­ლო­ბა აქვს და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მუც­ლის არეს­თან ახ­ლოს (კი­დურ­თან, მაგ­რამ მუ­ცელ­თან ახ­ლოს), შე­სა­ბა­მი­სად, ამის ნახ­ვის შემ­დეგ დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­მე­ტე­ბუ­ლია და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის თავს იცავ­და, მუ­ცელ­ში აიც­დი­ნა და მოხ­ვდა ქვე­მოთ.

მკვლელს ხელი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ეტყო­ბა ტაფა მა­შინ მოხ­ვდა, როცა უია­რა­ღო ბი­ძა­ჩე­მი თავს იცავ­და ან თვი­თონ ჩა­ირ­ტყა, ღმერ­თმა უწყის… რო­მელ ტა­ფა­ზე და ხელ­ზეა ლა­პა­რა­კი, კაცი და­ჩე­ხი­ლია…

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ბი­ძა­ჩემს და არო­ბე­ლი­ძეს სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა, არ ვი­ცით, ერ­თად რო­გორ მოხ­ვდნენ. მათ ჯერ უსა­დი­ლი­ათ იქვე, რეს­ტო­რან “პულ­მან­ში“, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან 3-5 წუ­თის სა­ვალ­ზე, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბაა. ბი­ძა­ჩე­მი თა­ვი­სი მან­ქა­ნი­თაც არ ყო­ფი­ლა, სავა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლის მან­ქა­ნა­ში იჯდა და მერე იმ ადა­მი­ან­მა თა­ვის ავ­ტო­ფა­რეხ­ში ჩა­იყ­ვა­ნა. ამ ბა­ტო­ნებს სა­დი­ლო­ბის დროს თუ რა­ი­მე გა­სარ­კვე­ვი ჰქონ­დათ, თით­ქოს იქ უნდა ამო­წუ­რუ­ლი­ყო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ არ გარ­კვე­უ­ლა და ჩა­დი­ან ქვე­მოთ. არ ვიცი, თვითმხილ­ვე­ლე­ბი თუ არი­ან, ერ­თა­დერ­თი, კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რებს ვე­ლო­დე­ბით გაგ­ვი­ზი­ა­რონ. კო­მერ­ცი­ულ ფარ­თთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დავა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის და­დას­ტუ­რე­ბა ან უარ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა. ვახ­ტან­გი არც ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის – გოგი ჩი­ქო­ვა­ნის ძმაა (რო­გორც გავ­რცელ­და), მოგ­ვა­რე იყო მხო­ლოდ. არო­ბე­ლი­ძე “ნი­კო­რას“ მე­წი­ლე და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა, თუ არ ვცდე­ბი. ჩემ­თვის, რო­გორც იუ­რის­ტის­თვის სა­გუ­ლის­ხმო ისაა, რომ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იმ კაცს ბი­ძა­ჩე­მი მიჰ­ყავს ავ­ტო­ფა­რეხ­ში. და­ჩე­ხი­ლი ბი­ძა­ჩე­მი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა – სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას ცო­ცხა­ლი კი დახ­ვედ­რია, თუმ­ცა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ვე­ლო­დოთ, ალ­ბათ გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი.“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 5 შვილის დედა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად არის ჩარჩენილი ნანგრევებში – ადგილობრივი
  • პარტია „გირჩის” პრესსამსახური ანა ყურაშვილი „ოლე-ოლას” სიმღერის საბაბით სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა
  • “ბევრი ჭორი ვრცელდება. ვახტანგი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ჩიქოვანის ძმა არ არის”- ვაკეში მომხდარი მკვლელობის მოტივის რა ვერსიები ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge