ქვემო ფონიჭალის მოსახლეობა “ტვვ პირველებთან” აფეთქების მომენტს იხსენებენ – ადგილობრვიების თქმით, დილით ძლიერი ხმა გაიგეს, რასაც კორპუსში ნგრევა მოჰყვა.
ხალხი ამბობს, რომ შენობიდან ძლივს გამოასწრეს.
დანგრევის ხმა რომ გავიგე, პირველი ხელში ტელეფონი ავიღე, გავიხედე და მოფრინავდა რაღაცები, ამის მერე ყველა გამოცვივცდით. იძახიან ის ბიჭი ავადმყოფი ბიჭი იყოო, ვისგანაც არის აფეთქება”, – ამბობს ადგილობრივი.
შოკში ვარ, ისეთი ხმა იყო, ომში ბომბი რომ ჩამოვარდება”, – ამბობს ადგილობრივი.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
