Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააკაშვილმა რომან შამათავას „ეროვნული გმირი“ უწოდა, არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები და გადაყრა ღია ზღვაში – თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციას

November 19, 2026
სააკაშვილმა რომან შამათავას  „ეროვნული გმირი“ უწოდა, არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები და გადაყრა ღია ზღვაში – თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციას

სააკაშვილმა რომან შამათავას „ეროვნული გმირი“ უწოდა, არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები და გადაყრა ღია ზღვაში – იყო თუ არა უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური? , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით.

კერძოდ, მან ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა და ამ საქმეებში მსჯავრდებული „ნაციონალური მოძრაობის “ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი მოსამართლეებს გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, რომან შამათავას, რომლის გამამტყუნებელ განაჩენებში არის ღია ზღვაში გარდაცვლილი პირების გადაგდების ეპიზოდები, მიხეილ სააკაშვილმა 2021 წელს „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა.

მან ასევე მიმართა დარბაზში მყოფ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ამგავრი მასშტაბის დარღვევების ფონზე, იყო თუ არა ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი.

„ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, 2014-2016 წლებში, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გიორგი დგებუაძე, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა დამნაშავეებად იქნენ ცნობილი.

დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეზე, უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2016 წელს რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი.

რომან შამათავა გახლდათ კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი და სხვათა შორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ შამათავას „ძმური სიყვარულით“ მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა და მას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა ზღვაში შესაბამის კატარღაზე პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში, რაოდენ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი. მსგავს საქმეთა ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ვრცელი. კიდევ ერთხელ: მაშინ, როდესაც ამ მასშტაბის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევა, მათ შორის – ღირსების აბსოლუტური უფლების ხელყოფა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა და სხვა ძირითად უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური ხასიათის მატარებელი? – ეს კითხვა შეეხება ოთხივე სუბიექტს,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომ მკითხოთ, მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ – ნიკა გვარამია
  • სააკაშვილმა რომან შამათავას „ეროვნული გმირი“ უწოდა, არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები და გადაყრა ღია ზღვაში – თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციას
  • ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო – რას ამბობს პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge