მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სამირა ბაირამოვას ცნობით წარსულში მომხდარი ძალადობის შემთხვევების მიუხედავად, ბრალდებული პასუხისმგებლობას თავს არაერთხელ არიდებდა, რასაც, მისი თქმით, მამის თანამდებობა და გავლენები უწყობდა ხელს.
„მრავალი ძალადობისა და დაუსჯელობის ფონზე, ბოლოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოძალადევ, სულ ტყუილად ზეიმობდი ორი კვირის წინ, როცა ცოლზე ძალადობის გამო მამაშენმა და მის მიერ დანიშნულმა პოლიციელმა შენი პასუხისმგებლობისგან დაცვა მოახერხეს. იმედია, ძალადობის არაერთი შემთხვევის შემდეგ, საბოლოოდ იქ აღმოჩნდები, სადაც შენი ადგილი იქნება – ციხეში. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი წლების განმავლობაში მარნეულის მერიაში მუშაობდა.
და კიდევ ერთი სათქმელი მაქვს ბატონ რიჩარდთან: იქნებ, შვილის დაცვისა და მისი პასუხისმგებლობისგან არაერთგზის არიდების ნაცვლად, სჯობს, საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ? თანამდებობა და გავლენები არავის უნდა აძლევდეს იმის განცდას, რომ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას თავს აარიდებს. იმკურნალეთ!“ – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში
