აფეთქება ფონიჭალაში – კორპუსთან იმ ადამიანების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან შეკრებილები, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.
როგორც ისინი ამბობენ, მათი გამოყვანა ვერ ხერხდება და არ იციან, რა მდგომარეობაში არიან.
“ჩემი 28 წლის შვილია შიგნით. მე არ ვცხოვრობ მანდ”, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ადგილობივების თქმით, ნანგრევებში ასევე ეძებენ 2 მცირეწლოვან, სკოლის მოსწავლეს.
“ჩვენი სკოლის მოსაწაველეები არიან, ორი პატარა, ნანგრევებში მოყოლილები”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
