ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ სადარბაზოში, ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება – ნანგრევებიდან სამი ადამიანი უკვე გამოიყვანეს.
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ამ წუთებში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოსაყვანად. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები
