ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„მე მუსერიძისთვის ბრალი არ წამიყენებია, არც არასდროს მომითხოვია მისი არც დაკითხვა, არც დაჭერა. მადლობელი ვიყავი სულ და ასეც გაგრძელდება.
ეს გამოიგონა ტარიელ კაკაბაძემ, იმისთვის, რომ ჩემთვის დაერტყა მაგრამ საკუთარ თავს დაარტყა ამით, მე არა. ბატონ ტარიელის მომსახურებაზე ჯერ კიდევ სექტემბერში ვთქვი უარია, სანამ ვარშავაში ჩამოვიდოდა. მაგრამ არ წავიდა. შემდეგ შემოიყვანა თამაშში ნუცა თოფურია.
თოფურიასთან ამ თვეების განმავლობაში ორჯერ ვილაპარაკე საერთოდ. არავითარი საჩივრები არ მითხოვია მე მისთვის. მე აუცილებლად მოვითხოვ პროკურატურისგან ბატონ ტარიელთან საუბრის ყველას ამონაწერი გაკეთდეს „ვოთსაპიდან“, მე თუ ვაშანტაჟებდი ბატონ ტარიელს დავინახავთ…“, – ამბობს ნატა ვიბლიანი გავრცელებულ ვიდეოში.
