4 ოქტომბრის საქმის კიდევ 4 მსჯავრდებული ციხეს ნოემბერში დატოვებს. საპროცესო შეთანხმება დადო კიდევ 4-მა მსჯავრდებულმა: ალექსანდრე კოკაიამ, დავით სტურუამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით ჟღენტმა.
პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.
საპროცესი პირობები ასეთია – 1 წელი და 2 თვე სასჯელი, 2 წელი კი პირობითი.
განაჩენი (5-წლიანი პატიმრობა) ძალაში დარჩა ია დარახველიძის შემთხვევაში, რომელმაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ ქვეყანა დატოვა.
