Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სწორედ ასეთ გაერთიანებას ემსგავსება ევროკავშირი, სადაც შენ არ გექნება გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება” – გიორგი გაბუნია

November 11, 2026
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს – გიორგი გაბუნია

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება იმიტომ გვინდოდა, რომ გვსურდა მეტი კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება და ის, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც მასშტაბითა და ზომით პატარა სახელმწიფოა, ჰქონოდა საკუთარი ღირსეული ხმა იმ დიდ ოჯახში, რომლისკენაც მივილტვოდით, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გაბუნიას თქმით, ახლა ევროკავშირი ემსგავსება ისეთ გაერთიანებას, სადაც აბსოლუტურად კოლონიური და იმპერიული აზროვნება იმარჯვებს.

„სწორედ ასეთ გაერთიანებას ემსგავსება ევროკავშირი, სადაც შენ არ გექნება გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და არცერთი ბერკეტი იმისთვის, რომ შენი ეროვნული ინტერესები დაიცვა. გამოდის, რომ შენ ხარ გუბერნია, შენ ხარ კოლონია და რაც უნდა გიკარნახონ, ის უნდა შეასრულო. ჩვენ რატომ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? საბჭოთა კავშირშიც იგივე ხდებოდა – რასაც გეტყოდნენ, ის უნდა გაგეკეთებინა.

ევროკავშირის მთავარი სიკეთე ის იყო, რომ ყველა სახელმწიფოს თანაბარი ხმა ჰქონდა და ნებისმიერ სახელმწიფოს შეეძლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. როდესაც დღეს ევროკავშირი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც პატარა სახელმწიფოები არაფერს ნიშნავს და ჩვენ, სამი თუ ოთხი დიდი ქვეყანა რასაც ვიტყვით, ის უნდა გააკეთონ, სწორედ ეს არის კოლონიური დამოკიდებულება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე თუ ვაშანტაჟებდი ბატონ ტარიელს დავინახავთ…“ – ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
  • ცნობილია კიდევ ვინ დატოვებს ციხეს ნოემბერში – 4 ოქტომბრის საქმე
  • “უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებაა – “ქართულ ოცნებაში” უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge