Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა

November 10, 2026
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები პოლონეთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.

ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

“მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რას ყიდულობს. ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ალკოჰოლიანი სასმლის სრული მიკვლევადობა, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მარტივად მიღებას”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით. QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატის, ლოტისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.

ნიშანდების პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვასა და კონტროლს.

ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კასპთან ახლოს, სადაც ელინისტური და რომაული პერიოდის ჭურჭელი გამოჩნდა, არქეოლოგიური გათხრები დაიწყო
  • დავა სამშენებლო ბიზნესის გამო – დები ქაჯაიები მეორე დღეა პროკურატურასთან შიმშილობენ
  • “მაკა ბოჭორიშვილი მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა” – რას აცხადებს ქეთევან ბაკარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge