კასპთან ახლოს, სადაც ელინისტური და რომაული პერიოდის ჭურჭელი გამოჩნდა, არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ გომის მხარეს, ორგანიზაცია ,,ლეიერკოს” არქეოლოგები უკვე მუშაობენ.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, ნამოსახლარი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი, თუმცა შესაძლოა, მისი ტერიტორია უფრო დიდიც იყოს.
სააგენტოში იმასაც განმარტავენ, რომ ნამოსახლარი და სამაროვანი ისტორიულ წყაროებსა და საარქივო დოკუმენტებთან იდენტიფიცირებული არ არის. ტერიტორია აქამდე არქეოლოგიური კვლევის საგანი არ გამხდარა
ძეგლის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კიდეები მდინარე მტკვრის მიერ მუდმივად ირეცხება. ნალექი, ნიაღვარი, ასევე მიმდებარე კარიერების საქმიანობა და სატვირთო მანქანების ინტენსიური მოძრაობა სამაროვანს საფრთხეს უქმნიდა. ამჟამად, ბუნებრივ ჭრილში, კარგად იკითხება ფლეთილი და რიყის ქვით, ტალახზე ნაგები კედლების ნაშთები. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები.”- აღნიშნავენ სააგენტოში.
