გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 19 წლის ჯარისკაცი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა | ინფორმაციას ამის შესახებ “ქართლის ამბები” ავრცელებს. ბიჭი იმავე დღეს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ძევერას დევნილთა დასახლებიდან იყო. ბიჭი გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ , „21 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, სამხედრო მოსამსახურემ, მალხაზ მურთაზის ძე ბაბუციძემ (დაბ: 2007 წ.) ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება. სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115 მუხლის პირველი ნაწილით”
